4 მეფეთა 14:9
8. მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.9. შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.10. დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
4 მეფეთა თავი 14