4 მეფეთა 16:14
13. და დაწვა აღსავლენი მსხვერპლი და შესაწირავი, დაღვარა საღვრელი, და თავისი სამადლობელი მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს.14. სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით ჩრდილოეთის მხარეს.15. ასე უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის აღსავლენი მსხვერპლი და საღამოს ძღვენი, მეფის აღსავლენი მსხვერპლი და მისი ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის აღსავლენი მსხვერპლი, მათი ძღვენი და მათი საღვრელი; ყოველი აღსავლენის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას; სპილენძის სამსხვერპლო კი სამკითხაოდ მექნება.
4 მეფეთა თავი 16