4 მეფეთა 16:6
5. მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი, მაგრამ ვერ სძლიეს მას.6. იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ.7. გაუგზავნა ახაზმა თიგლათფალასარს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: შენი მორჩილი და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.
4 მეფეთა თავი 16