4 მეფეთა 17:12
11. საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი,12. ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: ნუ იზამთო ამ საქმეს,13. აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემიმცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
4 მეფეთა თავი 17