4 მეფეთა 17:35
34. დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,35. დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.36. მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
4 მეფეთა თავი 17