4 მეფეთა 18:9
8. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე.9. მეფეს ხიზკიას მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელს, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანასერი და ალყა შემოარტყა მას.10. სამი წლის ბოლოს აიღეს იგი. ხიზკიას მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყის მეცხრე წელს აღებული იქნა სამარია.
4 მეფეთა თავი 18