4 მეფეთა 19:2
1. როცა გაიგონა ეს ხიზკიამ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.2. გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.3. უთხრეს: ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4 მეფეთა თავი 19