4 მეფეთა 2:16
15. შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.16. უთხრეს: აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მორჩილთ; თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო. მიუგო: ნუ გაგზავნით.17. დიდხანს არ ეშვებოდნენ და ბოლოს უთხრა: გაგზავნეთ. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებს, მაგრამ ვერ იპოვეს.
4 მეფეთა თავი 2