4 მეფეთა 21:11
10. ამბობდა უფალი თავის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, პირით:11. იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა უკუღმართის ქმნაში ამორეველებს, მასზე წინ რომ იყვნენ, და იუდაც შეაცდინა თავისი კერპებით,12. ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს.
4 მეფეთა თავი 21