4 მეფეთა 22:20
19. რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, ბრძანებს უფალი.20. ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს. მიუტანეს მეფეს ამბავი.
4 მეფეთა თავი 22