4 მეფეთა 23:2
1. შეუთვალა მეფემ და შეიკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.2. ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს.3. შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა.
4 მეფეთა თავი 23