4 მეფეთა 23:30
29. მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ, მდინარე ევფრაგზე. გაემართა მეფე იოშია მის შესახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.30. წაასვენეს იგი მისმა მორჩილებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა.31. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
4 მეფეთა თავი 23