4 მეფეთა 23:34
33. დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.34. გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა.35. ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს. ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი; ქვეყნის ერში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისცემი ვერცხლი.
4 მეფეთა თავი 23