4 მეფეთა 23:5
4. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.6. გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა.
4 მეფეთა თავი 23