4 მეფეთა 23:7
6. გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა.7. დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას.8. გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბერშებამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი - ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
4 მეფეთა თავი 23