4 მეფეთა 24:13
12. გავიდა იეჰოიაქინ იუდას მეფე ბაბილონის მეფესთან, გავიდნენ დედამისიც, მისი მორჩილნიც, დიდებულებიც, კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ მისი მეფობის მერვე წელს.13. გაზიდა იქიდან უფლის სახლის მთელი საგანძური და მეფის სახლის საგანძური, დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა სოლომონ ისრაელის მეფეს უფლის ტაძარში უფლის ბრძანებისამებრ.14. აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი - ათი ათასი კაცი იყო აყრილი, ყველა ხელოსანი და მშენებელი, არავინ დარჩენილა ქვეყნის ერის გარდა.
4 მეფეთა თავი 24