4 მეფეთა 24:3
2. მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.3. უფლის ნებით ხდებოდა ეს იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.4. იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, არ ინება უფალმა მისი პატიება.
4 მეფეთა თავი 24