4 მეფეთა 25:18
17. თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.18. გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და სამი ზღურბლის მცველი;19. ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილეელნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ.
4 მეფეთა თავი 25