4 მეფეთა 25:26
25. მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ, და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას.26. ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.27. იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდაშვიდი წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.
4 მეფეთა თავი 25