4 მეფეთა 3:24
23. თქვეს: ეს სისხლია. დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია - ნადავლი, მოაბ!24. მიადგნენ ისრაელის ბანაკს. შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები.25. ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარაშეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს.
4 მეფეთა თავი 3