4 მეფეთა 5:16
15. დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა; მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მორჩილისგან.16. თქვა ელისემ: ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ედგავარ, თუ მივიღო. აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა.17. თქვა ნაყამანმა: თუ ასეა, მიეცეს შენს მორჩილს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ვირი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მორჩილმა.
4 მეფეთა თავი 5