4 მეფეთა 5:25
24. როცა მივიდნენ ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.25. მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. ჰკითხა ელისემ: საიდან მოდისარ, გეხაზი? მიუგო: არსად არ წასულა შენი მორჩილი.26. უთხრა: არსად არ წასულა ჩემი გული, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება. დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთსა და ყურძენს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?
4 მეფეთა თავი 5