4 მეფეთა 5:6
5. თქვა არამის მეფემ: წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან. წავიდა, და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.6. მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, სადაც ეწერა: ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მორჩილს, რომ განკურნო იგი კეთრისგან.7. როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: ღმერთი არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის, კეთრისგან განკურნეთ ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს.
4 მეფეთა თავი 5