4 მეფეთა 6:29
28. ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო.29. მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.30. როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.
4 მეფეთა თავი 6