4 მეფეთა 6:33
32. ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!33. ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან.
4 მეფეთა თავი 6