4 მეფეთა 7:11
10. მივიდნენ, გამოიძახეს კარიბჭის მცველი და უამბეს: არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და სახედრები დაგვხვდა დაბმული და კარვები ხელუხლებლად.11. დაუძახა მცველებს და მათაც მიიტანეს ამბავი მეფის სახლში.12. ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მორჩილთ: გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ; ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრან და ქალაქში შემოიჭრან.
4 მეფეთა თავი 7