4 მეფეთა 7:13
12. ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მორჩილთ: გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ; ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრან და ქალაქში შემოიჭრან.13. მიუგო ერთმა მორჩილთაგანმა და თქვა: გამოიყვანონ ხუთი ცხენი ქალაქში დარჩენილთაგან (აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია), გავგზავნით და ვნახოთ.14. გაიყვანეს ცხენიანი ორი ეტლი; გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: წადით და ნახეთ.
4 მეფეთა თავი 7