4 მეფეთა 7:16
15. იორდანემდე მიჰყვნენ მათ და, რას ხედავენ, მთელი გზა მოფენილია სამოსელითა და იარაღით, არამელებს რომ დაეყარათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.16. გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა განმტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.17. კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე.
4 მეფეთა თავი 7