4 მეფეთა 7:6
5. ადგნენ ბინდბუნდში, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.6. უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.7. ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუგოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.
4 მეფეთა თავი 7