4 მეფეთა 8:5
4. ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა, მომიყევი ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.5. ისიც უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი და სწორედ მაშინ მივიდა მეფესთან ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, თავისი სახლ-კარისა და ყანის სათხოვნელად. თქვა გეხაზიმ: მეფევ-ბატონო! ის ქალია! ამის შვილია, ელისემ რომ გააცოცხლა!6. გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.
4 მეფეთა თავი 8