4 მეფეთა 8:9
8. უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?9. წავიდა ხაზაელი მისაგებებლად; ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი; მივიდა, წარუდგა მას და თქვა: შენმა შვილმა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?10. უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.
4 მეფეთა თავი 8