4 მეფეთა 9:21
20. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.21. თქვა იორამმა: შემიკაზმეთ. შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზია იუდას მეფე თავ-თავისი ეტლებით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის ნაკვეთზე.22. როცა დაინახა იორამმა იეჰუ, უთხრა: ხომ მშვიდობაა, იეჰუ? მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?
4 მეფეთა თავი 9