4 მეფეთა 9:26
25. უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში; გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა.26. განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.27. ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბაალის სახლისკენ გაიქცა. გაეკიდა იეჰუ და დაიძახა: მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე. დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან; მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.
4 მეფეთა თავი 9