დანიელი 11:24
23. მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება, მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით.24. მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყანაში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე.25. აღაგზნებს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მგრამ მას ვერ გაუმკლავდება, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება.
დანიელი თავი 11