დანიელი 2:5
4. ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! გვიამბე შენი სიზმარი შენს მორჩილთ და აგიხსნით მის აზრს.5. მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: სიტყვა დამეკარგა; თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა.6. თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.
დანიელი თავი 2