დანიელი 4:11
10. აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას.11. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწას ყველა კუთხიდან მოსჩანდა.12. მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.
დანიელი თავი 4