დანიელი 4:21
20. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა,21. მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა; რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის ფრინველები ბუდობდნენ,22. ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა.
დანიელი თავი 4