დანიელი 5:17
16. შენზე გავიგე, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შესძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე კაცი გახდები.17. მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.18. მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება.
დანიელი თავი 5