დანიელი 5:6
5. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.6. მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.7. ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება.
დანიელი თავი 5