მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:11

10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
ებრაელთა მიმართ თავი 12
11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.
სიტყვა თქმული 1880 წ. ქუთაისის საპყრობილესა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ყოველივე სწავლაი მეყვსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი მის მიერ წურთილთა მათ მოაგის სიმართლე (ებრ. 12,11)

წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რომ, თუ კაცი ჩავარდა რომელსამე სწავლაში, ანუ სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება; ნაყოფსა მშვიდობისასა გამოიღებს და სიმართლეს მოიგებს. უბრალო და კეთილი ყოფა-ქცევის კაციც რომ იყოს სასჯელში ჩავარდნილი, იგიც გამოიცდება, თუ ჭკუიანად მოიქცა, და უმჯობესი შეიქმნება. მით უმეტესად თუ დამნაშავე და ბოროტის მოქმედის კაცი დაისაჯა და სწუხს, მაგრამ ჭკუა იხმარა, მოითმინა, შეინანა, სასარგებლოდ გამოიყენებს თავისთვის სასჯელს, და გამართლდება სულიერად.

თქვენ ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, ამ საპყრობილესა შინა დაჭერილნი, სასჯელში ხართ, მწუხარე ხართ, მაგრამ, თუ ჭკუას იხმართ, თუ ეცდებით, შეიძლება, რომ ეს თქვენი სასჯელი შემდეგ სასარგებლოდ დარჩეს თქვენთვის, ნაყოფი სიმართლისა მოგაგოსთ; ესე იგი გაჰმართლდეთ სულიერად ღვთის წინაშე, მოგიტეოსთ ღმერთმან ცოდვანი თქვენნი....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის