მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:28

27. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
ებრაელთა მიმართ თავი 12
28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ერთს ... შევიმოსოთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს ჩვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი ვიყოთ... (). შევირტყათ წელზე ჭეშმარიტება და ჩავიცვათ სიმართლის აბჯარი (ეფ.6,12), „რათა დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი.“ ()

გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ () და ჟამთა ცვლა მას არ ეხება!

გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

აღდგომა ქრისტესი, 2021 წელი წყარო: https://patriarchate.ge/news/2748

სრულად ნახვა