მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 13:7

6. ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
ებრაელთა მიმართ თავი 13
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
მოკლე მოძღვრება პეტრე პავლობასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი რომელნი გეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა: და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა, და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. (ებრ.13, 7).

წმიდა მოციქული პავლე, სიტყვათა ამათ შინა, მოგვიწოდებს ჩვენ, ქრისტიანეთა, რათა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა მათ, რომელთაგან მიგვიღია და გვისწავლია სიტყვა ღვთისა, და უყურებდეთ განსვლასა, ანუ აღსასრულსა მათისა ცხოვრებისასა, ესე იგი რანაირად გაუტარებიათ მათ თვისი ცხოვრება, და ვბაძევდეთ, ანუ ვემსგავსებოდეთ მათ სარწმუნოებითა.

დღეს ვართ ჩვენ აღმასრულებელნი ამის მცნებისა, მაგრამ არა სრულიად, არამედ ერთის მხრით. დღეს მისთვის შევიკრიბენით ჩვენ, რათა აღვასრულოთ ხსენება თვით წმიდისა მის პავლე მოციქულისა, რომელმა მოგვცა ეს მცნება, და მისისა ამხანაგისა და ტოლისა, წმიდა მოციქულისა პეტრესი. მაგრამ დღეს მხოლოდ სიტყვით და გონებით ვყოფთ მათსა ხსენებასა, ვაქებთ, ვადიდებთ, ნეტარ-ვყოფთ მათსა ხსენებასა, და მეოხად ჩვენთვის ღვთის წინაშე ვადგენთ მათ. გარნა ესრეთი ხსენება საკმაო არ არის. წმიდა მოციქული პავლე მოითხოვს ჩვენგან, არა თუ მხოლოდ სიტყვითა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის