მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 2:26

25. ვინ ჭამს ანუ სვამს, ან განცხრომას ვინ მიეცემა მის გარეშე?26. ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
ეკლესიასტე თავი 2
26. ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1986 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თემატური კომენტარი
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...დრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს და მის გზას მიჰყვება, ვისაც ყოველთვის ესმის ხმა ღვთისა, ესმის და გრძნობს ხალხის მწუხარებას.

სიხარული მოგვეახლა, მორწმუნენო, ღვთაებრივი მადლის სიუხვისა, „რამეთუ - (ღმერთმა!) კეთილსა კაცსა წინაშე პირსა მისსა მისცა სიბრძნე, და მეცნიერება, და სიხარული“ (), - გვასწავლის ბრძენი ეკლესიასტე.

სიხარული, სიყვარული და ღვთის დიდება არ მოგკლებოდეთ აწ და მარადის.

ყოველ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას. „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სად არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ (I კორინთელთა 15,55).

გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

ქრისტესმიერი სიყვარულით.

აღდგომა ქრისტესი. თბილისი, 1986 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა