ეკლესიასტე 6:2
1. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.2. მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.3. კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
ეკლესიასტე თავი 6