ეკლესიასტე 9:11
10. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.11. ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.12. რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
ეკლესიასტე თავი 9