მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 12:5

4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
ესაია თავი 12
5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
სააღდგომო ეპისტოლე 1991 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:

„საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა“ (),

„მშვიდობა თქვენთანა“, - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს.

„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაი... ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა“ (ფსალმუნი 14,3,5).

ჭეშმარიტად, ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი უფალია.

ძმანო და დანო ჩემნო, უფლის იმედითა და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქრისტე აღდგა!

გწამდეთ ღვთისა და სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ.

წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის