ესაია 15:2
1. მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.2. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.3. ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან.
ესაია თავი 15