ესაია 17:13
12. ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით.13. ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან.14. დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა.
ესაია თავი 17