ესაია 19:7
6. მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.7. გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.8. დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას.
ესაია თავი 19