ესაია 28:14
13. მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ.14. ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!15. რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად.
ესაია თავი 28